|
2017-09-06 01:22:02, 1030 ნახვა
სამხედრო
პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და „Agile Spirit 2017” სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. პოლკოვნიკმა სასწავლო ოპერატიული ბრძანების გაცემის ბრიფინგი მოისმინა და შტაბისგან სწავლების დეტალების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქ. ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს და მასში 7 ქვეყნის 185 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლების საკითხები სიღრმითი ოპერაციების ჩატარებას, ქვედანაყოფების განთავსებას და გაძლიერებას, პირდაპირ შეღწევას და ჩანაცვლებას, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე თავდაცვით, შეტევით და სტაბილურობის ოპერაციებს მოიცავს. „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, შემდგომში საშუალება ექნებათ NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ერთად დაგეგმონ და აღასრულონ. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ გამოცდილებას სტაბილურობის, შეტევით/თავდაცვით ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სტრუქტურას, შეიარაღებას, პროცედურებს, ტაქტიკასა და საბრძოლო უნარჩვევებს. მრავალეროვნულ სწავლება „Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. „Agile Spirit 2017“ სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება. სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს დასრულდება. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)