23:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 09:30:45, 2264 ნახვა

კომენტარი
მეუფე დიმიტრი: მთავარი კითხვაა - რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენც გახლავთ ის, რომ რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა. 

მეუფე დიმიტრის განცხადებით, შექმნილი იყო მოტივაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი წყვეტს ეკლესიის საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადმიანის წინსვლა, ან საერთოდ დააბრკოლოს.

"სასამართლოზე განვაცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, რადგან ეკლესიას მართვას სინოდი. ყოფილა შემთხვევა წმინდა სინოდის სხდომების დროს, როდესაც მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ რომელიღაც კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, სინოდი წასულა წინააღმდეგი და ეს ვერ განხორციელებულა. მოტივაცია, რომ ეს შურისძიებით მოხდა, მანამდე ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით, მყარი ვერ არის. მინდა გითხრათ, რომ ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთა-მძლე და ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები. ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, რაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით შეგნებულად, თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics