23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 04:25:32, 2513 ნახვა

კომენტარი
დედა თამარი მეუფე დიმიტრიზე: ყოვლად მიუღებელია, მოძღვარმა არ ნახოს თავისი სულიერი შვილი

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრის, დედა თამარ გამრეკელის განცხადებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია.

როგორც მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი ჰქონდა, რომ გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, მოსამართლე დაფიქრდებოდა.

ამასთან, დედა თამარის განცხადებით, მეუფე დიმიტრი განაჩენის გამოცხადებას უნდა დასწრებოდა და მას მამა გიორგი მამალაძე მანამდეც უნდა ენახა.

„ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მოძღვარმა არ ნახოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად. აქამდეც უნდა ენახა“, - აღნიშნა დედა თამარმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო - დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics