|
2017-09-04 09:38:19, 2236 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით 5-7 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ჩატარდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის პირველი პლენარული სესია 5 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სახელმწიფოთა მეთაურები და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. „გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით კი, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგებზე ისაუბრებს და იმ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში. ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი ქართულ-პოლონური პარტნიორობის თაობაზეც ისაუბრებს და უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და საქართველოსათვის პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ არაფორმალური, ღია დისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. 27-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად კრინიცაში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს, რომელზეც ქართული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული ტკბილეული. ქართულ საღამოზე ასევე გამოიფინება ,,ვეფხისტყაოსნის'' პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. პრეზიდენტი პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმს დელეგაციასთან ერთად დაესწრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)