02:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 04:12:28, 2470 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: არ გამიკვირდება თუ უკრაინის ხელისუფლება „ფე-ეს-ბეს“ გენერლად ან პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში მის დაბრუნებამდე პრობოკაციებს ამზადებს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

"ისინი რაღაც პროვოკაციებს ამზადებენ. არ გამიკვირდება, თუ მომდევნო დღეებში აგენტად, "ფე-ეს-ბეს" გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად ან უკრაინის დამანგრეველად გამომაცხადონ", - აღნიშნა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს უბრძანა, მისი საქართველოში ექსტრადირების პროცედურები განიხილოს. სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება და გარდა ამისა, "პოლონეთის მთავრობას აწვება".

"მგონია, რომ უმჯობესი იქნებოდა მოეცათ საშუალება უკრაინის სასამართლოში ყველანაირი ექსცესების და პროვოკაციების გარეშე მივიდე. უბრალოდ მომცენ საშუალება დავიცვა ჩემი უფლებები და შევქმნა პრეცენდენტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრება მოხდეს ამ ქვეყანაში. იმის პრეცენდენტის კი იყოს, რომ თუ მართალი ხარ ეს სარჩელი მოიგო", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics