|
2017-09-04 03:18:06, 2083 ნახვა
ეკონომიკა
8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
2017 წლის იანვარი - აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარი - აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%). 2017 წლის იანვარ - აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)