2017-09-04 02:23:04, 2367 ნახვა
საზოგადოება
სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია
ამ დროისთვის, ყვარელში, სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღჭურვილი ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.
უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცეცხლის კერებთან ავიაციის მეშვეობით შეყვანილი ცოცხალი ძალა ერთობლივად ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
ავტორი: ,