2017-09-04 02:20:57, 2206 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ კახეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
ცოცხალი ძალა, ავიაციის საშუალებით, უშუალოდ ხანძრის კერებთანაა შეყვანილი. გამთენიისას მუშაობა განაახლა 4-მა ვერტმფრენმა.
ავტორი: ,