2017-09-04 02:16:16, 3981 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ცეცხლის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენია ჩართული
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეოს სააგენტოს თანამშრომლები,კახეთში ხანძრის კერების უმოკლეს ვადაში ლიკვიდირების მიზნით, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან 3 ვერტმფრენია ჩართული. სტიქიის ზონაში იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
თათბირის შემდეგ, მან შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელა და ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ,