2017-09-03 01:22:02, 2184 ნახვა
საზოგადოება
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვი მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 12-ე და 18-ე კმ. მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს გამოერეცხათ მისასვლელი გზა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალებოდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტორი: ,