09:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 09:20:08, 2670 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას   სამეგრელოს რეგიონში  გაეცნო. 

მინისტრმა სიმინდის და თხილის  ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა   შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან პირადად მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა.

“აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია.  ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო  გეგმა. ადგილზე მობილიზებულია  ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პირველ ეტაპზე  მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა  თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები  წლის ბოლომდე  გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიაწოდეს. მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე   53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. ღონისძიებების მეორე ეტაპზე  კი 20 ათასამდე ჰექტარია  უკვე დამუშავებული  და სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობა  მიმდინარეობს  ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში  სურსათის ეროვნული სააგენტოს  სპეციალური  ტექნიკაა მობილიზებული.  მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები  თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და  სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე  ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი,რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. მუდმივად მიმდინარეობს  მონიტორინგი და ფართობებში ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები.  ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში შექმნილია მავნებელთან ბრძოლის დროებითი შტაბი. 

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რეგიონში შექმნილ ვითარებას გაეცნენ  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილე შამენა გალი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სახელმწიფო რწმუნებული  სამეგრელო ზემო სვანეთში ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები  ხაზგასმით აღნიშნავენ,   რომ არა სახელმწიფოს ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში, შედეგი იქნებოდა გაცილებით მძიმე.  სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია  და მომავალშიც გაგრძელდება.  უმნიშვნელოვანესია  მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით  თავად ფერმერების აქტიურობა და ქიმიურ წამლობასთან ერთად მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაც.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics