10:44 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 05:37:40, 2937 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შს სამინისტრო: დავით სააკაშვილი გაიგზავნება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოისურვებს, მას ასევე ჯარიმა დაეკისრება

უკრაინის სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა კიევის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, - ამის შესახებ Interfax-ი იუწყება,

ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ჩვენ არ დაგვიკავებია. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში", - აცხადებენ შს უწყებაში.

შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, დავით სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიას დატოვებს, რადგან მიმდინარე წლის მარტში მას ბინადრობის უფლება გააუქმდა. მისივე განმარტებით, ბინადრობის უფლების გაუქმება მუშაობის უფლების წართმევამ განაპირობა.

"ჯერ კიდევ მაშინ დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო უკრაინაში ცხოვრების საფუძვლის არქონის შესახებ. თუმცა, მან დადგენილ ვადაში არ დატოვა ქვეყნის ტერიტორია და უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა“, - აღნიშნა არტიომ შევჩენკომ.

შვჩენკოს ინფორმაცით, ახლა მიღებული იქნება გადაწყვეტილება დავით სააკაშვილის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის მოისურვებს, გაგზავნაზე და ასევე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ნეთანიაჰუს კრიტიკა F-35-ის თურქეთისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ ტრამპს აღაშფოთებს
რუსეთმა თურქული ატმის იმპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც ანკარა უკრაინისთვის გარანტიებს შეუერთდა
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
აშშ-მ სამხრეთ ირანში ხიდები დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics