15:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 11:35:38, 2298 ნახვა

სამართალი
თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ რუსეთს გია ცერცვაძის ექსტრადიციაზე უარი უთხრა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ რუსეთს ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ექსტრადიციაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ თარგამაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს

„სასიხარულო ამბავია უკრაინიდან. უკრაინის პროკურატურამ უარი უთხრა რუსეთს ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის ექსტრადიციაზე და დახურა ეს ქეისი. შესაბამისად, გიამ შეძლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება და იქ სამსახურის გაგრძელება. ასევე ძაან მახარებს, რომ გიას მცდელობით უკრაინის პარლამენტში შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოაწესრიგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა სამსახურს და თავიდან ააცილებს მებრძოლებს მსგავს სიტუაციებს. ვულოცავ გიას და ვუსურვებ წარმატებებს!“, - წერს გივი თარგამაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics