|
2017-09-01 09:52:41, 2155 ნახვა
საზოგადოება
დემირელის კოლეჯის ადმინისტრაცია: მივმართავთ სასამართლოს, რათა მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები არ შეილახოს
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი სკოლის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ადმინისტრაცია სარჩელის შეტანას მას შემდეგ გეგმავს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოქვეყნებს. "29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, რაც ნიშნავს სკოლის საქმიანობის შეჩერებას. ამ გადაწყვეტილებით განათლების უფლება შეეზღუდა 350-მდე მოსწავლეს და უმუშევრობა ემუქრება 100- მდე თანამშრომელს. მოგეხსენებათ, რომ 2016-2017 სასწავლო წელი ურთულესი იყო დემირელის კერძო კოლეჯისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ბათუმში თურქეთის კონსულის არაეთიკური განცხადების შემდეგ, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა- ლიცეუმს, რომელიც დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა, ხოლო დემირელის სახელობის კოლეჯი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მუდმივად მოიხსენიებოდა ტერორიზმის ჭრილში. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია შეშფოთებული და იმედგაცრუებულია ამგვარი მიდგომით იმ სკოლის მიმართ, რომელიც 1993 წლიდან წარმატებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოში და რომლის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს არაერთხელ უსახელებიათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში სკოლამ ქვეყანისთვის 4 მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ რის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას. ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი კონსულტაციას გაივლის ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს, რათა არ შეილახოს სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები. ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით მონიჭებული გასაჩივრების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)