10:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 08:30:26, 2267 ნახვა

კომენტარი
მერის მოადგილე: მთაწმინდაზე 6 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

თბილისის მერის მოადგილის გიორგი ნიკოლეიშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზირებულია.

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად  დაახლოებით 2 ჰექტარი მიწაა დამწვარი. მისივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესსში საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს 6 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეანძრე-მაშველი მონაწილეობს.

 „ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზირებულია, ამ ჯერად მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები რათა ხანძარი საბოლოოდ იქნეს ლიკვიდირებული. იწვოდა მთაწმინდის პარკის მიმდებარე ფერდობი, დაახლოებით 2 ჰექტარი. ცეცხლი ეკიდა ძირითადა ბუჩქებს და ბალახებს. ხანძრის ქრობაში მონაწილეობას იღებდა საგანგებო სამაშველო სამსახურის 6 სახანძრო მანქანა და 60-მდე მეხანძრე. ცეცხლის ქრობის პროცესსში მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე, მას აღმოუჩინეს სასწრაფო სამედცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ხანძარი მთაწმინდაზე დღეს დღის პირველ ნახევარში გაჩნდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენიც. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics