2017-09-01 06:38:25, 3236 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მუშაობს 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
„ამ დროისთვის ხანძარის ღია კერა აღარ ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი“, - აცხადებენ შსს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული.
ავტორი: ,