|
2017-09-01 06:25:00, 2018 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებული არ არის. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სანამ ხანძრის ლიკვიდირება არ მოხდება, ტექნიკა ადგილზე იქნება მობილიზებული. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობა მიიღო. „დღესაც მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება, ღია კერები არსად არ გვაქვს. შეიძლება ითქვას რომ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ ზონაში სადაც ხანძარი იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი ვინც მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი, ჩვენი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას და მადლობა რა თქმა უნდა ადგილობრივებს, რომლებიც ცეცხლის ჩასაქრობად იბრძოდნენ ჩვენს ბიჭებთან ერთად. დღის ბოლოსთვის ვფიქრობ ცოცხალი ძალის გარკვეულწილად შემცირებას, მაგრამ ტექნიკა ჯერჯერობით მაინც მობილიზირებული რჩება, სანამ სრული ლიკვიდაცია არ იქნება ხანძრის“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)