22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 05:28:55, 2004 ნახვა

კომენტარი
„რესპუბლიკელები“: ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის

„რესპუბლიკური პარტია“ კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებას ეხმაურება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებამ ევროპული ინსტიტუტების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოავლინა.

„დღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება – ვენეციის კომისიასთან საბოლოო შეხვედრისა და შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების გარეშე კონსტიტუციის ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით – ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გაწყვიტა კავშირი არა მარტო საკუთარ მოქალაქეებთან, არამედ გამოავლინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების მიმართ.

ქართული ოცნება ურყევად დაადგა ძალაუფლების მიტაცების გზას. საგანგაშო და შემაშფოთებელია, რომ ის არაფრად აგდებს როგორც საკუთარი მოქალაქეების ხმას, ისე საერთშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, რითაც სრულ იზოლაციაში აქცევს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.

ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებამ მოსთხოვოს პასუხი იმ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებიც სათავეში ედგნენ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე, არის პერსონალურად პასუხისმგებელი მთელ პროცესზე. ცვლილებების მიღება მოხდა არა რეალური ჩართულობით და დიალოგით, არამედ შიდაპარტიული გარიგება/დაპირისპირების შედეგად.  მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეთა თითქმის ნახევარმა,  48 პროცენტმა, მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, არცერთი მათგანი არ იმსახურებს ასეთ უპასუხისმგებლო, ცრუ და მხდალ ხელისუფლებას.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ, დღევანდელი განცხადებით დაამტკიცა, რომ ის არასდროს იყო მზად პოლიტიკური დიალოგისთვის და დაადგა ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ უპერსპექტივო გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სტრასბურგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა აღარ გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics