2017-09-01 04:36:24, 2010 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 5 წლის ბავშვი
შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთსა და ურეკში, 12 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე.
გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 5 წლის ბიჭი, ყველაზე ასაკოვანი კი, 73 წლის მამაკაცი იყო.
შავი ზღვის სანაპიროზე, გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები იყოაღმართული.
ამ დროისთვის, საშტორმო მდგომარეობა მოხსნილია. შესაბამისად, ყველა საგუშაგოზე აღმართულია თეთრი ალმები.
ავტორი: ,