|
2017-09-01 03:00:15, 2127 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველი: ე.წ. ციანიდის საქმეში უპრეცედენტო ხასიათის დარღვევები იყო
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემულ საქმეზე საბოლოო დასკვნას უახლოესი დღეების განმავლობაში გამოაქვეყნებენ. თუმცა მანამდე, ნანუაშვილი ამბობს, რომ დაკავების პირველივე დღიდან, უპრეცედენტო ხასიათის დარღვევები გამოიკვეთა. ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლო პროცესების სრულად დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა. მისივე თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა, მაქსიმუმ ორი პროცესი დახურულიყო. „ჩვენ ვერ დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ ეს პროცესი სრულად დახურულიყო. მხოლოდ ერთი, მაქსიმუმ ორი სხდომა იყო ისეთი, სადაც შეიძლებოდა ინფორმაციის გამო, სხდომის დახურვა ყოფილიყო მიზანშეწონილი. დარღვევები იყო დაკავების პირველივე დღიდან უპრეცედენტო ხასიათის. ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ აუცილებლად ჩვენს დასკვნაში“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „სასამართლო გაითვალისწინებს ყველა ხარვეზს და დარღვევას, რომელიც დაკავების დღიდანვე გამოვლინდა საქმეში და განაჩენი სამართლიანი იქნება“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)