09:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 02:00:13, 2321 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება

ბათუმში კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest იწყება.  ფესტივალი წელს  UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება და ის ერთი კვირის განმავლობაში, 2 სექტემრბიდან 8 სექტებრამდე  გაგრძელდება.

წლევანდელ Batumi Music Fest-ს  ახალი პროექტი „არტ კემპი" დაემატება. „არტ კემპის" ფარგლებში, საქართველოს ცნობილი ფრანგი პროფესორი, მიშელ სონი ეწვევა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მუსიკალურ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 350-მდე ბავშვს ექნება.

მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების განსავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს.

7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდი  „SOS Talents"-ი ახალგაზრდა პიანისტებისთვის ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს.  კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას.

 „ფესტივალი წელს იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, რაც იმის დასტურია, რომ ფესტივალს მხოლოდ კომერციული დატვირთვა არ აქვს და  იმ ღირებულებებს ემსახურება, რასაც  აღზრდა, განათლება და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჰქვია. იუნესკოს ჩართულობა ფესტივალში თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა და ბათუმის ფესტივალის ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. წელს ფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - მუსიკალური ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას  350 ბავშვი მიიღებს. გვიხარია, რომ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ  ახალგაზრდა, ნიჭიერ პიანისტებს შეეძლებათ", - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას" ორგანიზებით იმართება.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics