09:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 10:19:40, 2261 ნახვა

საზოგადოება
ვარშავის ზოოპარკი თბილისს საჩუქრად ცხოველებს და ფრინველებს გადასცემს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული თბილისის პარტნიორ ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს ანდრეი კრუშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელზეც  ვარშავისა და თბილისის ზოოპარკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს,  თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი  გოგა წერეთელიც იმყოფებოდნენ. 

შეხვედრაზე საუბარი  თბილისში ახალი ზოოპარკის  განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, იგი  თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს  იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი. 

მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა  ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელს ანდრეი კრუშევიჩს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ კი აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობისთვის ემზადება, რისთვისაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობა და  გამოცდილების გაზიარება  მნიშვნელოვანია. ასოციაციაში თბილისის ზოოპარკის გაწევრიანების საკითხი 21-22 სექტემბერს დადგება. თავის მხრივ, ანდრეი კრუშევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს  ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს. 

ვარშავის ზოოპარკის დირექტორის  თბილისში ვიზიტი მიმდინარე წლის ივნისში, დედაქალაქის მერის  მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის და მერიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ხუცურაულის ვარშავაში სტუმრობისას დაიგეგმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics