21:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 02:39:48, 2039 ნახვა

კომენტარი
პრემიერი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს მიმართავს - გული არ გაიტეხოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, სტუდენტობას ულოცავს.

ასევე, პრემიერმა მიმართა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ ახალგაზრდებსაც:

"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს სტუდენტებს, 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას და მინდა, ვუსურვო მათ, რომ შეიძინონ ის ცოდნა, უნარჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ძალიან ნათელი მომავალი. დინამიკა ცხოვრების იზრდება, გამოწვევები პროფესიონალური მომზადების კუთხით საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე, გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ბარიერები, რაც იყო დაწესებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. ვინც ვერ მოხვდა, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ. ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ყოველ წუთას ჩნდებიან ადამიანების წინ და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics