2017-08-30 02:03:44, 2328 ნახვა
საზოგადოება
ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდა
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდა. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ.
ისინი სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
(NS)
ავტორი: ,