|
2017-08-29 05:00:15, 2697 ნახვა
საზოგადოება
მოწყვლადი ოჯახების გაძლიერების მიზნით, რეგიონებში მათი საჭიროებების კვლევა დაიწყო
„ჩვენი სახლი - საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“ ახალი პროექტის პირველ ეტაპს 6 მუნიციპალიტეტში განახორციელებენ ასოციაციამ „ჩვენი სახლი-საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაცია „სოციალურ ქოლგასთან“ ერთად დაიწყო პროექტის „ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი“ განხორციელება, რაც გულისხმობს იმ ოჯახების გაძლიერებას, სადაც შესაძლოა ბავშვის მიტოვების რისკი არსებობდეს. მოცემული პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ოჯახების საჭიროებების შეფასება, რათა სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს ინტერვენცია საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი) მცხოვრებ 20 ოჯახში. პროექტი „ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი“ ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით და „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ მხარდაჭერით. მოცემული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რეგიონული მულტიდისციპლინური გუნდები, რომლებიც შედგება ოჯახებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან. აღნიშნული გუნდები, გარდა იმისა, რომ იმუშავებენ შერჩეული ოჯახების სოციალური უნარების განვითარებაზე, აგრეთვე მოამზადებენ ამჟამად მოქმედი პროგრამების, პროექტების და სერვისების რუკას თითოეული რეგიონისთვის, რაც დაეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაჭრან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, რასაც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. დღესდღეობით, საქართველოში მოწყვლადი ოჯახების დახმარებაზე მიმართული სხვადასხვა პროექტი და პროგრამა მუშაობს, თუმცა ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სისტემური დახმარების პრაქტიკა დახვეწას და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს. ამიტომაც პროექტი საჭიროებათა ღრმა კვლევით დაიწყო, რასაც მისგან მიღებული შედეგების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა მოჰყვება. შემუშავდა ოჯახების გაძლიერების მოდელი, რომლის პილოტირებაც 2017 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს. პილოტირების შედეგების საფუძველზე მოდელი დაიხვეწება და მის შედეგებს გაეცნობა ყველა ის უწყება, ვისაც მოწყვლადი ოჯახების სისტემურ გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და ევალება. პროექტი „ძლიერი ოჯახი საზოგადოების განვითარების საფუძველი“ ხორციელდება პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა „ჰილფსვერკ ავსტრია (HWA), სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია (NARM). (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)