2017-08-29 01:57:30, 2450 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
მომხდარის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ,