2017-08-28 04:54:12, 2206 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ხანძრის ლიკვიდირების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 25 აგვისტოს განაცხადა.
ავტორი: ,