2017-08-28 03:28:57, 2325 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულმა დამხმარე ძალამ ბორჯომის ხეობა დატოვა
ამ ეტაპზე, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და ცოცხალი ძალის მეშვეობით ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს. ამიტომ, ხეობა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსულმა დამხმარე ძალამ დატოვა.
ბორჯომის ხეობაში ისევ რჩება შსს-ს 300-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის - 600, თავდაცვის სამინისტროს - 100 და ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების 50 თანამშრომელი, ასევე, 40 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა, 14 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქი და სატვირთო მანქანა, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი და ბელარუსის კუთვნილი ერთი ვერტმფრენი.
ავტორი: ,