08:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 01:02:07, 2239 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ცნობით, საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე,საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავზში არსებული წყალი  ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება.

პირველადი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ხელოვნურ ავზში დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა.

ქბრბ ჯგუფმა წყლის გაჟონვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა  „მი-8“ ტიპის  ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა. 

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა“,-განმარტავენ შსს-ში.

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ და  კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics