2017-08-28 00:56:54, 2141 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია-ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ავიაცია
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და ცოცხალი ძალის მეშვეობით ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.
მისივე ცნობით, ბორჯომის ხეობაში ისევ რჩება შსს-ს 300-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის - 600, თავდაცვის სამინისტროს - 100 და ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების 50 თანამშრომელი, ასევე, 40 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა, 14 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქი და სატვირთო მანქანა, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი და ბელარუსის კუთვნილი ერთი ვერტმფრენი.
ავტორი: ,