2017-08-28 00:44:55, 2408 ნახვა
საზოგადოება
დღეს საქართველოს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული დამხმარე ძალა დატოვებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში თათბირი გამართა, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხანძარი ხეობაში სრულად ლიკვიდირებულია და ცოცხალი ძალის მეშვეობით ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, დღეს საქართველოს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული დამხმარე ძალა დატოვებს.
ავტორი: ,