2017-08-27 07:01:59, 2440 ნახვა
საზოგადოება
მფრინავებმა კლინიკა დატოვეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და სამაშველო ოპერაციის მონაწილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტორი: ,