21:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 01:56:11, 1985 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: არ დავიღლები, ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბის გახსნაზე თავდაპირველად, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს, ყველა მოქალაქეს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებაში და ხელმძღვანელობდა საგანგებო შტაბს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა კალაძემ.

მერობის კანდიდატმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ასევე, თბილისელებსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს -იყო თბილისის მერი. სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით, თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას შევძლებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თბილისელებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

კალაძის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. ასევე, კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები. 

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც კეთდება, თუმცა საზოგადოება, თბილისი ვითარდება და საჭიროა, ბევრად უფრო მეტი გაკეთდეს. 

„ვიშრომებ თითოეულითბილისელისთვის, თითოეული თქვენგანისთვის. არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ თბილისი ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადაკალაძემ.

მერობის კანდიდატი ასევე დარწმუნებულია, რომ თბილისელები მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აუცილებლად მივლენ.

„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინსვლაში. დღეიდან, ჩვენი საარჩევნო შტაბი გახსნილია, იმუშავებს მუდმივ რეჟიმში და მისი კარი ღია იქნება თითოეულითქვენგანისთვის“, - აღნიშნა მან.

კალაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბები, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე ყველა რაიონში ფუნქციონირებს, დანიშნული არიან შტაბის ხელმძღვანელები და გუნდი მზადაა,საარჩევნო კამპანია დაიწყოს.

რაც შეეხება მერობის კანდიდატის სამოქმედო გეგმებს, კალაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში, საზოგადოებას ხედვებსა და კონკრეტულ მიმართულებებს წარუდგენს, რაზეც ოთხი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics