08:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-26 04:25:01, 2330 ნახვა

საზოგადოება
ლგბტ აქტივისტებმა ბათუმის სასამართლოს წინ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს

თანასწორობის მოძრაობის წევრებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ქმედების წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურებს, სამართალდამცველ ორგანოებს, რათა მიიღონ ზომები ანალოგიური შემთხვევების პრევენციისთვის. 

ცნობისთვის, გუშინ თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, გაიმართა ბათუმში ნაცემი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია. 

როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს. მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ. აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას. დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics