2017-08-26 01:52:12, 2573 ნახვა
საზოგადოება
მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრმა გენო პეტრიაშვილმა პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალში პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თურქი ტახა აკგული დაამარცხა.
ფალავანმა ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული 10:8 დაამარცხა. პეტრიაშვილი კარიერაში პირველად გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი.
ავტორი: ,