2017-08-25 07:57:47, 2256 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ მოძრაობა კვლავ დაშვებული იქნება
პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა.
შესაბამისად, თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
(NS)
ავტორი: ,