2017-08-23 00:32:36, 2099 ნახვა
საზოგადოება
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია-დამწვარია 2 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყის მასივი
ატენის ხეობაში ხანძრი ლოკალიზებულია. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხაქდეს, ცეცხლის კერები მთლიანად ჩამქრალია და ახლა ტერიტორიის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. ჯამში 2 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყის მასივია დამწვარი. ადგილზე 50 -მდე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, ასევე მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მაშველებს თავდაცვის სამინისტროს სამსხედრო მოსამსახურეებმა.
„ შევძელით, უმოკლეს დროში მოგვეხდინა ხანძრის ლოკალიზება, არ მიგვეცა ცეცხლის გავრცელების საშუალება არა მხოლოდ დასახლებულ პუნქტში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა ჯანმრთელ ხეებზეც „,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ავტორი: ,