2017-08-18 15:17:59, 2394 ნახვა
საზოგადოება
შალვა ნათელაშვილმა „სემეკის“ შენობაში მჯდომარე აქცია დაიწყო
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „სემეკის“ შენობაში მჯდომარე აქცია დაიწყო.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ნათელაშვილმა მარეგულირებელი კომისიის წევრები მმართველი გუნდის მარიონეტებად მოიხსენია.
ნათელაშვილის თქმით, ის კომისიის წევრებს სხდომის განახლების საშუალებას არ მისცემს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ თბილისში დენის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხი უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება 150 დღის ვადაში მიიღოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან