2017-08-18 13:03:47, 2280 ნახვა
საზოგადოება
სემეკის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა.
„იმედის“ ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტია სემეკს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
მათივე ინფორმაციით, ლეიბორისტები მოითხოვენ, კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს.
ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ.
კომისიამ დღეს ხუთ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან