|
2017-08-18 12:09:36, 3325 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, „ჯორჯიან პროდაქტს რენესანმა“ პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო. თხილის გადამამუშავებელი კომპანია პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად, უცხოეთში რამდენიმე სახის თხილის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს. კერძოდ: გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, ბლანშირებული თხილის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით. ექსპორტზე ორიენტირებულმა კომპანიამ, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, სააგენტოს ორგანიზებით საკვები და სასმელი პროდუქტების ყველა წამყვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა: HOFEX 2017, GULFOOD 2015/2016/2017, ANUGA 2015, SIAL CHINA 2015, SUMMER FANCY FOOD SHOW 2015, SIAL PARIS 2016 და ა.შ. პოტენციურ პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ბულგარეთში. კანადაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში და კიდევ ბევრ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია რომელიც სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით, აგრეთვე ერთადერთი თხილის კომპანიაა საქართველოში, რომელიც BRC სერტიფიკატს ფლობს. კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და დამატებითი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. (NS)
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)