|
2017-08-17 16:38:44, 2863 ნახვა
ეკონომიკა
ქობულეთში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
შპს „ბლექ სი რიზორთ“–ი სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში, ზღვის პირველ ზოლზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსს ააშენებს და 20 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ასაშენებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში მდებარე 90 135 კვ.მ. სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე საინვესტიციო პირობებით 13 650 000 ლარად გაყიდა. უწყების ინფორმაციით, საპრივატიზებო პირობების მიხედვით 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ მოედანს და 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს უნდა მოიცავდეს. ახალ სასტუმროში სულ მცირე 30 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განხორციელება აჭარის რეგიონისთვის დადებითად იმოქმედებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას და შემდგომ დასაქმდება მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელი. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)