11:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 11:32:42, 2584 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ დაზღვევაში ავტომობილის დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

 „თიბისი“  დაზღვევამ მომხმარებლისთვის ავტომობილის დაზღვევის ონლაინ პლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთშია შესაძლებელი.

საჭიროა მხოლოდ ლინკზე online.tbcinsurance.ge  შესვლა და რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რის შემდეგაც მომხმარებელი ონლაინ ახორციელებს გადახდას და იძენს ავტომობილის დაზღვევას.

ავტომობილის დაზღვევის ონლაინ შეძენისას „თიბისი“  დაზღვევა თავის მომხმარებლებს ასაჩუქრებს. მათ, ვინც ონლაინ შეიძენს ავტომობილის დაზღვევას, საჩუქრად გადაეცემა 10,000 ლარამდე ლიმიტის  ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და  10,000 ლარამდე  ლიმიტის მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა.

 ეს მათ დააზღვევს იმ ზარალისგან, რომელიც უკავშირდება ავტოავარიის შემთვხვაში მესამე პირის ავტომობილის დაზიანების ხარჯებს და მანქანაში მყოფი მგზავრების მკურნალობის ხარჯებს. 

ონლაინ შეძენის პროცედურა უმარტივესია, საჭიროა ავტომობილის დასახელებისა და ღირებულების მითითება, ავტომობილისა და მისი მფლობელის პირადი მონაცემების შეყვანა და ონლაინ გადახდა. 

შევსების პროცესში, კითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს სულ მალე ექნება საშუალება ონალინ ჩატის საშუალებით დაუსვას კითხვები სადაზღვევო აგენტს და მიიღოს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.

„ბაზარზე შემოსვლისას ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, რომ ორინტირებული ვიქნებოდით თანამედროვე, მარტივი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაზე. ავტოდაზღვევის ონლაინ შეძენის პლატფორმაც ამ სტრატეგიიდან გამომდინარე შეიქმნა. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით ბი ბოტი, რომელიც ასევე სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის შეძენას დისტანციურად, ჩატიდან გაუსვლელად. ამ სტრატეგიას მომავალშიც გავაგრძელებთ და ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სადაზღვევო პროდუქტებს შევთავაზებთ,"- განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

მომავალში ავტოდაზღვევის გარდა, სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც ონლაინ იქნება შესაძლებელი.

(R) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics