2017-08-17 11:07:00, 2290 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა, ქობულეთში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება გუშინ შემოვიდა.
შსს-მ მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, მამაკაცი ოჯახთან ერთად დასასვენებლად რუსეთიდან აჭარაში იყო ჩამოსული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან