2017-08-17 10:54:07, 2611 ნახვა
საზოგადოება
გორგასლის ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან