2017-08-16 16:47:51, 2204 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო: გიორგი ჩოგოვაძის თანამდებობიდან წასვლაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩოგოვაძემ პოსტი დატოვა. ამასთან, მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დროს GEM FEST-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან