|
2017-08-16 15:23:33, 2012 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ჰუნანის პროვინციის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსის მოადგილესთან, იუ ქსიონგსთან, ამავე პროვინციის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის აღმასრულებელ დირექტორთან, ქსუ ვეისთან და სოფლის მეურნეობის კორპორაციის გენერალურ დირექტორთან, ჟოუ ჟონგლინთან გამართულ შეხვედრაზე ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ჩინეთის სახალხო რესბუბლიკის „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება. სამინისროს ცნობით, პროექტის პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს მთავრდება. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მეორე ფაზის დეტალები განიხილეს, რაც მარნეულსა და წყალტუბოში მზის სათბურების მშენებლობას გულისხმობს. „პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. ჩინელმა კოლეგებმა გამოთქვეს პროექტის გაგრძელების სურვილი, რაც მისასალმებელი ფაქტია. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში სასათბურე მეურნეობას სამაცივრე მეურნეობაც დაემატება, რაც მნიშვნელოვანია, რათა ღირებულებათა ჯაჭვის მთელი ციკლი შეიკრას. აღსანიშნავია, რომ ჩინურმა მხარემ შეხვედრაზე შემოგვთავაზა ქართველ ფერმერებისთვის შევქმნათ ერთობლივი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ორკვირიანი ტრენინგი სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე გაიარეს. ტრენინგის მონაწილეებმა სათბურები, ლაბორატორიები, ჩაის და აბრეშუმის ფაბრიკები, ასევე ჩაის და ბამბუკის პლანტაციები დაათვალიერეს. „პროექტი, რომელსაც ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი საქართველოში ახორციელებს მრავალკომპონენტიანია - მოიცავს როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებას და საქართველოში აგრარაულ დარგში ახალი ტექნოლოგოების დანერგვას ითვალისწინებს.“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინურ კომპანიასთან „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ ერთად 2014 წლიდან მასშტაბურ პროექტს „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)