07:15 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 10:35:04, 2021 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა პოლიციელმა სპორტსმენებმა აშშ-ში კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული  ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებს.

ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

საქართველოს შსს-ს ძალოსნებმა წარმატებით იასპარეზეს.  ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 190-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ოქროსმედალოსანი გახდა ვასილ მინდორაშვილი (105 კგ), რომელმაც 185-კილოგრამიანი შტანგა დასძლია. კობა კობახიძემ (105 კგ) კი 170 კილოგრამიანი შტანგა ასწია და  ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოცურავე გიორგი სამარღანიშვილი, გულაღმა სტილით ცურვაში, ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა და ოქროს მედალი აიღო.

ქართველმა პოლიციელმა-მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics