19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 14:00:25, 2544 ნახვა

კომენტარი
დოლიძე Страна.ua-ს აუდიოჩანაწერზე: მღებრიშვილმა ძალიან ნათლად განაცხადა, რასთან გვაქვს საქმე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტრანა უა-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის აბსოლუტურად საკმარისია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის კომენტარი.

"ჩემთვის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი არის აბსოლუტურად საკმარისი. ვფიქრობ, რომ მან ძალიან ნათლად განაცხადა იმის თაობაზე, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე, არანაირი ეჭვის საფუძველი იმისა, რომ ვიღაცას შესაძლებელია, რომ ჰქონდეს, ნამდვილად არ მაქვს. მითუმეტეს გიორგი მღებრისთვილთან დაკავშირებით", - განაცხადა დოლიძემ. 

ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა  აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. აღნიშნულს პირადად შს მინისტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი მხოლოდ ანტიპიარია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics