2017-08-15 10:22:40, 2523 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ 134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან