2017-08-14 18:17:34, 2787 ნახვა
საზოგადოება
შს ყოფილი მინისტრი რომან გვენცაძე გარდაიცვალა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი რომან გვენცაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში რომან გვვანცაძემ დაწერა დეტექტიური ჟანრის რომანი "შავი კვადრატი"
გენერალ-მაიორი რომან გვენცაძე დაიბადა 1945 წელს. ის იყო თბილისის შს სამმართველოს უფროსი, შს მინისტრის მოადგილე (1990-1992), შს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან